რეწნინგის მეშვიდე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მივიღე შეფასებები კოლეგებისგან, განვიხილეთ ახალი საკითხი შეფასება, რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ბევრი სამუშაო აღმოჩნდა.მადლობა თეონას :)
ტრენინგის მეექვსე დღეს დავასრულეთ ბუკლეტის კეთება, გავეცანი კოლეგების ნამუშევრებს. დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, გავიხსენეთ ფოვერ პოინთი და გავეცანით ინფორმაციას თუ როგორ უნდა ავაწყოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მეხუთე დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, გავიმეორე პროექტისთვის კითხვის სწორად დასმა, ვიმუშავე მესამე მოდულზე და ვისწავლე როგორ მოვიქცე, რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. ასევე ვისწავლე ძალიან საინტერესო ბუკლეტის გაკეთება, მეგონა გამიჭირდებოდა და ძალიან ძნელი იყო,მაგრამ საინტერესოც ყოფილა და არცისე ძნელიც. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა , ამისთვის მადლობა თეონას.
მე გავეცანი სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს.ეს არის პროექტის შექმნა.ვნახე შაბლონი, გავაანალიზე თითოეული გრაფა,რაც გამიადვილებს პროექტის შქმნას. გავიაზრე რომ ჯერ უნდა დავინახო პრობლემა, შემდეგ გავეცნო ინფორმაციას,მოვიფიქრო პრობლემის გადაჭრის გზები და შემდეგ დავიწყო პროექტის წერა. მე მესამე დღეს გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ვისწავლე მათი გამოყენება პროექტის წერისას.